სანქტ-პეტერბურგში Ozon-ის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, ნავთობტერმინალზე კი ხანძარი გაჩნდა

18 ოქტ 2026

სანქტ-პეტერბურგში Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, ნავთობტერმინალზე კი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, გვიან ღამით ერთ-ერთ ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით თავდასხმის დროს ყველა თანამშრომლის ევაკუაცია დროულად მოხერხდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, ადგილზე კი საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ.

გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, დრონებით იერიში ლენინგრადის ოლქზეც განხორციელდა.