18 ოქტ 2026
დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციებისა და ტარიფების 60 დღით შეჩერება სურს, რათა მათი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე გააანალიზოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს ზომები მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ მოიცავს და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ ტარიფებსაც ითვალისწინებს.
რუბიოს განცხადებით, მსოფლიოში ენერგომომარაგებაზე ზეწოლა იზრდება. ამის მიზეზია არა მხოლოდ ირანთან დაკავშირებული ვითარება და ჰორმუზის სრუტეში არსებული პრობლემები, არამედ ისიც, რომ „ჰუსიტები“ სულ უფრო ხშირად უტევენ საუდის არაბეთს, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში იერიშები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც ხორციელდება.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ყველა ეს ფაქტორი გლობალურ ფასებზე აისახება.