რუსულმა ძალებმა უკრაინის დასავლეთით იერიში მიიტანეს

18 ოქტ 2026

რუსულმა ძალებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილზე იერიში მიიტანეს. პოლტავაში ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა კერძო სახლები. ქალაქ როვნოში კი სამოქალაქო ობიექტები დაიბომბა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, როვნოში დარტყმა კომპანია „ნოვაია პოჩტას“ ტერმინალზე განხორციელდა. ოდესის ოლქში ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე 20 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა.

რუსულ თავდასხმას ზაპოროჟიეში 27 წლის ქალი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.