19 ოქტ 2026
ევროკომისია ალბანეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრიუსელი გმობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას.
ასევე აღნიშნავენ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის, მასზე რეაგირება კი კანონის ფარგლებში და პროპორციული უნდა იყოს.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ალბანეთში, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში, არსებული პრობლემები მშვიდობიანად, კონსტრუქციული დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას.