„ჩვენი გუნდი ამ მწარე სიმართლეს ამბობს და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე საუბრობს“ - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციას პასუხობს

20 ოქტ 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე საუბრობს, რის გამოც მათ „რუსულ ოცნებას“ უწოდებენ.

„ჩვენი გუნდი ამ მწარე სიმართლეს ამბობს და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე საუბრობს. ამის გამო, შიდა თუ გარე ოპოზიცია, „რუსულ ოცნებას“ გვეძახის... ახლა ამერიკის “რუსული რესპუბლიკელები” უნდა დატრენდონ“, - წერს ცოტნე ანანიძე.