20 ოქტ 2026
საპროტესტო აქციები მეშვიდე დღეა გრძელდება ალბანეთის დედაქალაქში. დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომას ითხოვენ. აქცია დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და ფოიერვერკები ესროლეს, სამართალდამცველებმა კი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.