ბათუმში, შვედური კომპანიის "სისტემეარ"-ის გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემების პრეზენტაცია გაიმართა

21 ოქტ 2026

შვედური კომპანიის "სისტემეარის" გათბობა - გაგრილება, ვენტილაციის სისტემების პრეზენტაცია გაიმართა დღეს ბათუმში.

პრეზენტაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასტუმრო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ძირითადად ინფორმაციული ხასიათის იყო და ეხებოდა როგორც შენობების ისე სასტუმრო ინფრასტრუქტურის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოებას.

კომპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს პრეზენტაციაზე მათ მიერ განხორციელებული პროექტები  გააცნეს და ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ შორის ისეთი ქალაქისთვის როგორიც ბათუმია, ზღვისპირა, განსხვავებული კლიმატით. 

გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემის პრეზენტაციის შემდეგ პანელური დისკუსია გაიმართა.