ტრამპს წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს

22 ოქტ 2026

სამხრეთ კაროლინაში წინასაარჩევნო მიტინგზე აშშ-ის პრეზიდენტს გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, რის გამოც რამდენიმე ადამიანი ღონისძიებიდან გაიყვანეს.

მსგავსი ინციდენტები ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ მიტინგზეც მოხდა.

ტრამპმა მათ "ფასიანი აქტივისტები" უწოდა. მისი თქმით, მონაწილეთა უმეტესობა „ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან“ იყო ჩამოსული.

ტრამპმა ისაუბრა საფრანგეთზე, მონაცემთა ცენტრებსა და საგარეო პოლიტიკაზე. მისი თქმით, მან "რვა ომი დაასრულა" და კიდევ ორის - უკრაინასა და ირანში მიმდინარე კონფლიქტების დასრულებასთანაც ახლოსაა.