22 ოქტ 2026
ნიგერში გაათავისუფლეს ავსტრიელი და შვეიცარიელი ქალები, რომლებიც 18 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მძევლები იყვნენ. გათავისუფლების შემდეგ ისინი ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ჩავიდნენ.
ოფიციალური პირების თქმით, საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ ქალებს მათი ქვეყნების შესაბამის უწყებებს გადასცემენ.
ნიგერი, ისევე როგორც მისი მეზობელი ქვეყნები - მალი და ბურკინა-ფასო, ებრძვის ჯიჰადისტურ ამბოხს, რომელიც „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ დაპირისპირებას ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მილიონობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.