დღეს თბილისის "იბერია" შვედეთის "მიალბის“ დაუპირისპირდება

22 ოქტ 2026

დღეს კონფერენსლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ შვედეთის „მიალბის“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „იბერია“ სტუმრად ბელგიურ „სენტ ტრუიდენს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

„ბელგიაში მატჩი „იბერიასთვის“ საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ შვედებთან“ შეხვედრაში ვიბრძოლებთ, რათა საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. ევროპული ფეხბურთისკენ მივისწრაფვით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, მზადაც ვართ – ეს გორში „დილასთან“ მოგებულ შეხვედრაში გამოჩნდა. ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ძალები გადავანაწილოთ და დიდი იმედი გვაქვს, რესურსი გვეყოფა, რომ კონფერენსლიგაზეც და ეროვნულ ლიგაშიც თავი კარგად წარმოვაჩინოთ“, - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ.

„იბერიასა“ და „მიალბის“ შეხვედრა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:45 საათზე დაიწყება.