საპატრიარქო: პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობის თარიღი ნოემბრის შუა რიცხვებში გამოცხადდება

22 ოქტ 2026

საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, განმარტებას აკეთებს. 

"ამა წლის 25 ოქტომბერს სხალთის ეპარქიაში დაგეგმილი საყოველთაო ნათლობა არ უკავშირდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწესებულ მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის ტრადიციას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა საყოველთაო ნათლობა, რომელიც ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და ყოველ მომდევნო შვილს ეხება, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

აღნიშნული ნათლობის მორიგი თარიღი ნოემბრის შუა რიცხვებში გამოცხადდება,"- აღნიშნულია განცხადებაში.