22 ოქტ 2026
ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში ულტრამემარჯვენე ვოქსის პარტიის ლიდერის, სანტიაგო აბასკალის აქციის შემდეგ პოლიციასა და ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამოსულ მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.
კონტრაქციის ორგანიზატორთა თქმით, მარია პიტას მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა დაეგმოთ ფაშიზმი და პოლიციის ძალადობა.
პოლიციამ აქციის დასაშლელად ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაკავებულია ორი ადამიანი, დაშავებულია 12 პოლიციელი.