ჩრდილოეთ კორეა რამდენიმე დღეში მთელი საზღვრის გასწვრივ სამხრეთ კორეის საწინააღმდეგო რუპორებს დაამონტაჟებს

22 ოქტ 2026

ჩრდილოეთ კორეა რამდენიმე დღეში მთელი საზღვრის გასწვრივ სამხრეთ კორეის საწინააღმდეგო რუპორებს დაამონტაჟებს და საგანგებო სიტუაციისთვის ახალ საპასუხო ზომებსაც მიიღებს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჩენგმა განაცხადა. 

განცხადებას თან ახლდა სეულის გაფრთხილება "ყველაზე საშინელი და შემაშფოთებელი სიტუაციის" შესახებ, თუ სამხრეთ კორეა გააგრძელებს იმას, რასაც ფხენიანი ჩრდილოეთის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს. ჩრდილოეთ კორეის ტაქტიკურმა დანაყოფებმა ახალი პოზიციები დაიკავეს და სამხრეთ კორეის ჯარები საზღვრის მახლობლად მრავალ ადგილას გამაფრთხილებელი გასროლების განხორციელებაში დაადანაშაულა. 

სამხრეთ კორეამ გამაფრთხილებელ გასროლებს ლეგიტიმური და თავდაცვითი ზომა უწოდა.