22 ოქტ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ იოკოძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში 2027 წელს გასამართი სუმოს ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრეს. ასევე განიხილეს საქართველოში სუმოს განვითარების პერსპექტივები.
მინისტრმა ჰაკუჰო შოს სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ლეგენდარული სპორტსმენი აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ აირჩიეს.
პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჰაკუჰო შო სწორედ საქართველოს ეწვია. ის სუმოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად ითვლება.