22 ოქტ 2026
საფრანგეთში ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან - პარიზსა და რამდენიმე ქალაქში დემონსტრაციები აკრძალეს, ზოგიერთ რაიონში კი კომენდანტის საათი მოქმედებს. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აქციების შეზღუდვასა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე საუბრობს. შაბათისთვის დაგეგმილი ახალი გამოსვლების წინ კი პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.
წიწაკის სპრეი და ბეისბოლის ხელკეტები - ეს პარიზში ბოლო დღეებში ყველაზე მოთხოვნადი ნივთებია. მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და არეულობების ფონზე მაღაზიის მფლობელები იძულებულნი არიან, საკუთარი ძალებით იმოქმედონ და თავდაცვის საშუალებები მოიმარაგონ.
საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაცემებით, ბოლო პერიოდში ვანდალიზმისა და ძარცვის შედეგად ასობით ბიზნესი დაზარალდა, ზარალი კი მილიონობით ევროს შეადგენს.