23 ოქტ 2026
პოლიტიკოსების განხილვის თემაა, მიხეილ საკაშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, მორიგ განცხადებაში სააკაშვილი ამბობს, რომ ლიტვაში აირაის მიწვევით ჩასულ ოპოზიციას ურჩიეს ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია დამოუკიდებელი არ არის.
"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში ერთ ამბავს ატეხენ ხოლმე, რომ ასე არ არის და ჩვენ გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ.
პირდაპირ არის მექანიზმი აღწერილი. მიდიან პატრონებთან, პატრონები ეუბნებიან რაღაცას, მოდი ასე კი არა, ისე გააკეთეთ, ესენი ეკამათებიან იმათ და უმტკიცებენ, რომ ჩვენ უფრო კარგად შეგვიძლია გავაკეთოთ და მოდით ის კი არ დაგვავალოთ, სხვა რამე დაგვავალეთ. პირდაპირ ნათლად აჩვენებენ, საიდან მოდის ეს გადაწყვეტილებები, ვისთან და როგორ არკვევენ. ჩვენ, ჩვენ გადაწყვეტილებებს ვარკვევთ ჩვენ ამომრჩევლებთან და ქართველ ხალხთან'' - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.