რუსეთი მზადაა სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის - პუტინი

23 ოქტ 2026

რუსეთი მზადაა, განაახლოს სამმხრივი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამომავლო მოლაპარაკება, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, უნდა ფოკუსირდეს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უსაფრთხოების ზომებზე, ასევე, უნდა განიხილონ  ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხები. 

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის მხრიდან ომის შედეგად შესაძლო ტერიტორიული დანაკარგების განხილვა „უადგილოა“; მისი თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებზეც მოსკოვი პრეტენზიას აცხადებს, „ისტორიულად რუსული მიწებია“.