23 ოქტ 2026
ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მსოფლიოში უძველესი გამოქვაბულის მხატვრობას ტყის ხანძრები ემუქრება. მკვლევართა განცხადებით, სიცხემ და კვამლის ნაწილაკებმა შესაძლოა დააჩქაროს ათასწლეულების წინ შექმნილი ნახატების დაზიანების პროცესი.
ინდონეზია ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვის.
ამინდის ფენომენმა, სახელწოდებით „ელ-ნინიო“ ტემპერატურის მკვეთრი მატება და გვალვა გამოიწვია, რამაც ტყეები და ტორფიანი მიწები ხანძრის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი გახადა.