23 ოქტ 2026
კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპის მეორე ტურში თბილისის „იბერიამ“ შვედურ „მიალბის“ უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა ქართველები 89-ე წუთამდე 1:0 იგებდნენ.
„იბერია“ მესამე ტურის შეხვედრას გასვლაზე გამართავს – გუნდი 6 ნოემბერს „პარკენ არენაზე“ „კოპენჰაგენს“ ესტუმრება.
აქვე გეტყვით, მოპოვებული ერთი ქულით საქართველომ ევროტურნირებზე მეოთხე კვოტა დაიბრუნა და 2028-29 წლების სეზონიდან კვლავ 4 გუნდით ვიქნებით წარმოდგენილი.