23 ოქტ 2026
მორიგი განცხადება საპატიმროდან - ამჯერად მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ლიეტუვაში გამართულ კონფერენციას იშველიებს.
მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი მასთან გაერთიანებაა.
სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციონერებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს იმ მიზეზით, რომ მათ მხარდამჭერებს მასთან გაერთიანება არ სურდათ. ყოფილი პრეზიდენტი ოპონენტებს მოუწოდებს, პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა საერთო მიზანი დააყენონ.