თურქეთში გარდაცვლილი ქართველი საქართველოში გადმოსვენეს

22 ივნ 2017

სარფში თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე გადმოსვენეს.

ქუთაისში მცხოვრები 36 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი სტამბოლის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, რამდენიმე დღის წინ იპოვეს. სამართალდამცველები ორ ძირითად ვერსიაზე - უბედურ შემთხვევასა და თვითმკვლელობაზე საუბრობენ. ახალგაზრდა ტაილანდში იმყოფებოდა და საქართველოში სტამბოლის გავლით უნდა დაბრუნებულიყო.