24 ოქტ 2026
ტაივანს ტაიფუნმა "ჩამპიმ" გადაუარა. სტიქიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, 500-ზე მეტი დაშავებულია, დაგლეჯილია ხეები და დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. ტაიპეიში წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა, ზოგიერთ რაიონში ისევ გრძელდება ძლიერი წვიმა.
ტაივანის ცენტრალური მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, "ჩამპი" - რომელიც თავდაპირველად სუპერტაიფუნი იყო და წელს წყნარ ოკეანეში დაფიქსირებულ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შტორმს წარმოადგენს - ამჟამად სუსტდება, თუმცა მის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე ჯერ კიდევ აღწევს საათში 126 კილომეტრს.
ტაიფუნი ახლა ჩრდილოეთისკენ, ჩინეთის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილდება.