საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-ზე მეტი სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში შეეძლება

24 ოქტ 2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-ზე მეტი სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში შეეძლება. იუსტიციის სახლის რიგით 128-ე ფილიალი უკვე გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტების ახალი ფილიალი ადგილობრივი საკადრო რესურსითაა დაკომპლექტებული, რაც რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალგაზრდა კადრების დასაქმებასაც ემსახურება. 

იმერეთის რეგიონში ამჟამად იუსტიციის სახლის 28 ფილიალი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად საშუალოდ 600 000-ზე მეტ მომხმარებელს აწვდის სერვისს. იმერეთში პარალელურად ოპერირებს სამი მობილური იუსტიციის სახლი.