კრიშტიანუ რონალდუმ კარიერის 982-ე გოლი გაიტანა 

24 ოქტ 2026

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში 982-ე გოლი გაიტანა. 41 წლის თავდამსხმელმა  თავი საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ალ-ფაისალის“ წინააღმდეგ გამოიჩინა.

რონალდუმ 49-ე წუთზე გაიტანა, რითაც საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საბოლოოდ მისმა გუნდმა მეტოქე 3:1 დაამარცხა, რონალდუ კი საკუთარ მიზანს კიდევ უფრო მიუახლოვდა. 

1000 გოლიან ნიშნულს მას მხოლოდ 18 ზუსტი დარტყმა აშორებს.