24 ოქტ 2026
ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით ყინულის სასახლე მეორე დღეა ჰოკეის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობენ.
შეჯიბრება 10 და 15 წლამდელთა შორის ტარდება და მასში შვიდი ქვეყნის 300-მდე ჰოკეისტი მონაწილეობს. წარმატებით ასპარეზობენ ქართული გუნდები, რომლებიც ხვალ ჩემპიონობისა და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ.