ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

25 ოქტ 2026

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. მათგან ერთ-ერთი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანასოფლელს საბანკო ანგარიში გაახსნევინეს და ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო ინფორმაციას დაეუფლნენ. მათ კაცი დაარწმუნეს, რომ ანგარიშზე თანხები ჩაირიცხებოდა, საიდანაც გარკვეულ წილს მასაც მისცემდნენ.

მოგვიანებით ბრალდებულებმა კაცს განუცხადეს, რომ თითქოს საბანკო ანგარიში გაუქმდა, რის შემდეგაც 1 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.