საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საქმის არსებითი განხილვა ორშაბათს დაიწყება

25 ოქტ 2026

აეკრძალება თუ არა საქმიანობა ხუთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას? სხდომები, რომლებმაც ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება და პროცესი პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება.

ორშაბათიდან საქმის არსებითი განხილვის ეტაპი იწყება. მოსარჩელე მხარემ შვიდი მოსამართლისგან შემდგარ პლენუმს დეტალურად უნდა წარუდგინოს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რატომ მოითხოვს ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის აკრძალვას.

სისტემური დანაშაულები, კონსტიტუციური წყობილების არაღიარება და სახელმწიფო ინტერესების დაზიანება - ეს მმართველი გუნდის სასარჩელო მოთხოვნის ძირითადი არგუმენტებია.

საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო საქმის წარმოებაში მიღებიდან ცხრა თვის ვადაში გამოაცხადებს.