დონალდ ტრამპი ნორვეგიას აკრიტიკებს

26 ოქტ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა ნორვეგია „ნაგავ ქვეყნად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ნორვეგიელი ემიგრანტები შეერთებულ შტატებში არასასურველი სტუმრები იქნებიან.

„როიტერის“ ცნობით, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში განთავსებულმა ნობელის კომიტეტმა მას მშვიდობის დარგში პრემია არ მიანიჭა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან რვა ომი დაასრულა და პრემია გასულ წელსაც უნდა მიეღო, თუმცა, შესაძლოა, ცოტა ადრე იყო, რადგან პრეზიდენტის თანამდებობა ახალი დაკავებული ჰქონდა.