თაკო ჩარკვიანი: ტრამპი დაბერდა, როგორც კი არასწორ ნაბიჯს დავინახავ, ვამბობ, რომ ტვინი დაუბერდა

27 ოქტ 2026

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცის“ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის მხარდამჭერების ხილვა ამერიკის ინსტიტუტებში არ სურს.

როგორც მან აღნიშნა, ტრამპის ბოლო განცხადებები იმედგაცრუებას იწვევს, თუმცა იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეცვლის პოზიციას და ქვეყანას იმ ღირებულებებს დაუბრუნებს, რომელთა გამოც ამერიკა უყვართ.

„ტრამპი დაბერდა. როგორც კი არასწორ ნაბიჯს დავინახავ, ვამბობ, რომ ტვინი დაუბერდა. რუსეთის ფეხი სადაც შევა და რუსეთის მომხრე სადაც გამოჩნდება, იქ ვერაფერს ვერასოდეს დავეთანხმები.

მთელი ამერიკა ამბობს, რომ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯით ტრამპი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ზელენსკის ეუბნება, ქვეყანა დათმეო, ეს კარგი განცხადება არ არის.

ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს და ტრამპმა დაგვიბრუნოს ის იმედები, რომლებიც გვქონდა. მე იმ უკმაყოფილო ადამიანთა რიგს მივეკუთვნები. იმ ამერიკელებს შორის ვარ, რომლებიც ტრამპს ეუბნებიან, რომ ამერიკამ უნდა დაიბრუნოს ის ღირებულებები - კანონი და თავისუფლება, რის გამოც გვიყვარს ეს ქვეყანა.

ვიმეორებ: რუსეთის მომხრე ვინც არის, არ მინდა, ამერიკის ინსტიტუციაში ვიხილო“, — განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.