27 ოქტ 2026
საქართველოს ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, - ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კლუბის ცნობით, ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში ჩატარდა.
"ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში განხორციელდა. ფეხბურთელი ახლა რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს" - ნათქვამია "პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურ განცხადებაში.