27 ოქტ 2026
საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. პროცესი უკვე დაიწყო.
რეაბილიტაცია ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე 4 ახალი ესკალატორი დამონტაჟდება.
განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეებიც. თბილისი ცენტრალის სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია.