ლექცია ევროინტეგრაციის თემაზე

03 ივნ 2016

საქართველოს ევროალტლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის მიერ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში ჩატარებული სამუშაოები - აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა. ხათუნა ნაყეურის თქმით, ახალი გამოწვევების პირობებში აუცილებელია საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ევროსტრუქტურების და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ.