28 ოქტ 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ წარდგენილი სარჩელის განხილვა გრძელდება. პლენუმი მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებებს ისმენს.
პარტია "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები ამბობენ, რომ სარჩელში არ არის წარმოდგენილი პარტიის ოფიციალური განცხადებები და ძალადობის კონკრეტული ფაქტები, რომლებიც უშუალოდ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ან მის წევრებს უკავშირდება.