ესპანეთში სარკინიგზო ავარიის გამო სამდღიანი გლოვა დაიწყო

29 ოქტ 2026

ესპანეთში სარკინიგზო ავარიის გამო სამდღიანი გლოვა დაიწყო.

დღეს მატარებლის მემანქანეები გაფიცვას გამართავენ. პროფკავშირის განცხადებით, აქცია რკინიგზის უსაფრთხოების დასაცავად ტარდება.

სახელმწიფო კომპანია Renfe-ს მატარებელი, რომელშიც 397 მგზავრი იმყოფებოდა, გაჩერებულ Iryo-ს მატარებელს უკნიდან დაეჯახა. დაიღუპა, სულ მცირე, 68 ადამიანი. მსხვერპლთა დიდი ნაწილი კი ჯერ ისევ არ არის იდენტიფიცირებული.