29 ოქტ 2026
პოლიტიკაში ხელისუფლების შეცვლის მიზნით ქუჩის არეულობებისა და რევოლუციის გზის არჩევა სერიოზული გადაცდომაა - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
“მართალია, ახლა ამ საქმეს არ ვიცნობ, თუმცა ერთ რამეს გეტყვით: როდესაც პარტია ფიქრობს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებაში ქუჩის არეულობების ან რევოლუციის გზით მოვიდეს, მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ძალიან სერიოზული გადაცდომაა.
სხვათა შორის, "ოცნების" გუნდს საკმაოდ გამართული, ლოგიკურად დასაბუთებული და სწორი სარჩელი აქვს. საკმაოდ გამართული სარჩელია. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. იქ კვალიფიციური და სერიოზული მოსამართლეები არიან. მე მათთან რამდენიმე წლის წინ მქონდა შეხება. ადვილი არ არის მათთვის ადეკვატური პასუხის გაცემა და მათი დარწმუნება," - განაცხადა ონსტანტინე გამსახურდიამ.