მმართველ გუნდში საკონსტიტუციო სასამართლო სხდომებს ისტორიულს უწოდებენ - ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ პროცესები ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს

29 ოქტ 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური შეფასებების თემად რჩება.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მიმდინარე საქმეზე გადაწყვეტილება უკვე წინასწარ ცნობილია და ეს პროცესები ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. 

მმართველ გუნდში კი სასამართლო სხდომებს ისტორიულს უწოდებენ და ამ კუთხით უკრაინასა და მოლდოვაში განვითარებულ პროცესებთან პარალელს ავლებენ.