4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებთან საპროცესო შეთანხმებების გაფორმება და პოლიტიკური შეფასებები

29 ოქტ 2026

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებთან საპროცესო შეთანხმებების გაფორმება, პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი თემაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ასეთი პირების მიმართ იქნება ადეკვატურად განწყობილი, მას შემდეგ რაც ისინი დანაშაულს აღიარებენ.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულებმა - კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება გუშინ ითხოვეს.

შესაბამისი პოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.