ლევან ჟორჟოლიანი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, ზაჰა ჰადიდ არქიტექტის დირექტორს შეხვდა

29 ოქტ 2026

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, ზაჰა ჰადიდ არქიტექტის დირექტორს შეხვდა.

განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე  ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიტანეთში დაფუძნებული, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული და დიზაინის კომპანია, დაინტერესებულია, საქართველოში კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებთან ერთად, სახელმწიფო პროექტების განხორციელებაშიც მიიღოს მონაწილეობა.