ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს გამოეთიშა 

30 ოქტ 2026

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს მერვედფინალში კარლოს ალკარასთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს პირველ სეტში წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 1:6 დამარცხდა.

დაძაბული გამოდგა მეორე სეტი, რომელიც ერთ საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილი 6:5-ს იგებდა და სეტის მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი დამარცხდა. ტაიბრეიკზე ანგარიში 11:13 დაფიქსირდა, მატჩი კი ბასილაშვილმა 1:6, 6:7 წააგო.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ვენაში ერთი ეტაპის გადალახვა მოახერხა. მანამდე კი მან ალმატის ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ფინალში გასვლა შეძლო.

ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 95-ე ადგილს იკავებს.