ბათუმის საკრებულოში 20 საკითხს განიხილავენ - სხდომის დაწყებამდე პოლიტიკურ განცხადებებიც გაკეთდა

30 ოქტ 2026

ბათუმის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დღის წესრიგით განსახილველად 20 საკითხია გათვალისწინებული. ამ დროისთვის ხუთი საკითხი უკვე განიხილეს და მათ სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

ქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე წარმოდგენილი საკითხების განხილვა კვლავ გრძელდება. სხდომის დაწყებამდე პოლიტიკურ განცხადებებიც გაკეთდა.

პარტია „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. პარტიის განცხადებას მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს და აღნიშნეს, რომ მთავარი არა წინა ხელისუფლებასთან კავშირი, არამედ მისგან საბოლოო გამიჯვნაა.