ცესკო ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას განაგრძობს

30 ოქტ 2026

ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. მან ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე.

ასევე, ყურადღება გამახვილდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განხორციელებულ აქტივობებზე. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო.