მედიაწიგნიერება ყველასთვის - იუნესკოს გლობალური კვირეულის ფარგლებში ფორუმი გაიმართა

30 ოქტ 2026

„თითოეულის როლი მნიშვნელოვანია - მედიაწიგნიერება ყველასთვის“ - ამ სახელწოდებით იუნესკოს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ფორუმი გაიმართა.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მისი მთავარი მიზანი მედიაწიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებაში სხვადასხვა სექტორისა და თითოეული მოქალაქის როლის წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

პანელური დისკუსიის ფარგლებში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ფორუმის მეორე ნაწილი მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებას დაეთმო. ამასთან, მასწავლებლებს მედიაწიგნიერების ახალი სტანდარტი და გზამკვლევი წარუდგინეს.