30 ოქტ 2026
საოპერო მუსიკის კონცერტი ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა. მსმენელთა განწყობაზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებმა, კონცერტმაისტერებმა და კაპელამ იზრუნეს.
შესრულდა ცნობილი კომპოზიტორების არაერთი ნაწარმოები, მათ შორის, ოპერებიდან აღებული არიები და დუეტები, ასევე საოპერო საგუნდო ფრაგმენტები.
საოპერო მუსიკის კონცერტი „ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დაავადებასთან მებრძოლი ქალების მხარდაჭერის საერთაშორისო კამპანიას მიეძღვნა.
ღონისძიებას თემურ გოგიტიძის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარი ქალები ესწრებოდნენ.
კონცერტის პარალელურად, ფოიეში ნატო ფოცხიშვილის ნახატების გამოფენაც მოეწყო.
მუსიკალური საღამო აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.