ბათუმის საკრებულოს სხდომა გრძელდება

30 ოქტ 2026

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. საკითხების განხილვამდე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ვაჟა დარჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნა და ყველა პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირება არასწორი მიდგომაა.

საკრებულოს წევრების განცხადებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, აღნიშნული პროცესი მთლიანად სასამართლოს განხილვის საგანია და საკუთარი პოზიციების დაცვა სწორედ სასამართლოში უნდა შეძლონ.

რაც შეეხება წინა ხელისუფლების ყოფილ წევრებს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მთავარი არა წინა ხელისუფლებასთან კავშირი, არამედ მისგან საბოლოო გამიჯვნა იყო.