აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტსა და ასოციაცია „ვეისთლესს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

30 ოქტ 2026

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიასა და ასოციაცია „ვეისთლესს“ შორის გაფორმდა. შეთანხმებას ხელი კამპანიის „ეკომეგობრული აჭარა 2026“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოეწერა.

თანამშრომლობის მიზანი ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მოსწავლეებში.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სასკოლო კონკურსის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტების მხარდაჭერასა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის მიმართულებით გრძელვადიან თანამშრომლობას.

სასკოლო კონკურსი დღეიდან დაიწყო და 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები ელექტრონულ ნარჩენებს შეაგროვებენ და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალურ კამპანიასაც განახორციელებენ.

პროექტის დასკვნითი ღონისძიება 28 ნოემბერს, ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება.