30 ოქტ 2026
კერძო-სამართლებრივი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმები - არბიტრაჟი და მედიაცია - ბიზნესშეხვედრის მთავარი თემა იყო.
შეხვედრა სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა და მას პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა იმსჯელეს, რა შესაძლებლობებს სთავაზობს ბიზნესს დავების სასამართლოს გარეშე გადაწყვეტის მექანიზმები და რამდენად ეფექტიანია მათი გამოყენება ბიზნესურთიერთობებში წარმოქმნილი უთანხმოებების მოსაგვარებლად.
ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალისტებისგან პრაქტიკული რეკომენდაციები მიეღოთ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოესმინათ.