30 ოქტ 2026
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება.
დღეს ისტორიული პროცესის მერვე სხდომით ახსნა-განმარტების ეტაპი დასრულდა, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ კი სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადავა.
დღეს თითქმის 7 საათის განმავლობაში პლენუმი ოპოზიციის ახსნა-განმარტებებს ისმენდა, რატომ არის ''ქართული ოცნების სარჩელი'' პოლიტიკურად მოტივირებული.
არც დღევანდელ სხდომას ჩაუვლია კამათისა და ურთიერთბრალდებების გარეშე.