30 ოქტ 2026
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.
პოტურაევი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოვლენები სერიოზულ კითხვებს აჩენს პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიული კონკურენციისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი მიკიტა პოტურაევი, ერთი მხრივ საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს, მეორე მხრივ კი მან ხელი მოაწერა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას.
პოტურაევმა, რომელიც ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, პარტიების წინააღმდეგ უპრეცედენტო შეზღუდვები გაატარა.
სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინიციატივების საფუძველზე, უკრაინაში საბოლოოდ აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია. პოტურაევი, როგორც საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელი, ამ პროცესის აქტიური მხარდამჭერი და ლობისტი იყო.