30 ოქტ 2026
"ნაციონალური მოძრაობის" ამერიკელი ლობისტები შესაძლო დანაშაულის ცენტრში - ჯო უილსონი მორიგ კორუფციულ სკანდალში ეხვევა.
გავლენიანი გამოცემა "პროპოლიტიკა" FBI-ის მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ "რესპუბლიკელი" კონგრესმენი ჯო უილსონი, "დემოკრატი" კონგრესმენი ჯეიმს კლაიბერნი და გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, პოლიტიკოსები წინასაარჩევნო შემოწირულობებისა და სხვა ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, კერძო კომპანიებს სახელმწიფო კონტრაქტებისა და დაფინანსების მოპოვებაში ეხმარებოდნენ.