აჭარა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მთელი გუნდი, გამორჩეულ თანამშრომელს ინგა მებონიას ემშვიდობება

30 ოქტ 2026

აჭარა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მთელი გუნდი, გამორჩეულ თანამშრომელს ინგა მებონიას ემშვიდობება. მისი ცხოვრება და პროფესიული გზა 25 წლის განმავლობაში ურყევად უკავშირდებოდა აჭარის რადიოს.  

მან რადიომაუწყებლობის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა - მუშაობდა სხვადასხვა რედაქციაში, ყოველთვის სანიმუშო პროფესიონალიზმით, მაღალი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით ემსახურებოდა საზოგადოებას.  

ბოლო 10 წლის განმავლობაში კი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა "კონტაქტის" ავტორი და წამყვანი. მის გადაცემებში ყოველთვის იგრძნობოდა განსაკუთრებული სითბო, გულწრფელობა და მუდმივი მცდელობა, რომ მსმენელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული თემები მიეწოდებინა.